„მომქმედი მქადაგებელნი“ ტომი 3

About the Book

IMAG4782

გთავაზობთ მეტეხის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ აკაკის (მელიქიძე) ქადაგებების კრებულს. წიგნი მოიცავს 2006-2015 წლებში მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ეკლესიაში წარმოთქმულ ქადაგებებს, რომლებიც დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით. წიგნში გამოყენებული წმიდა წერილის ადგილები გადამოწმებულია, მითითებულია მათი წარმომავლობა. თუ ციტატა ზუსტად ემთხვევა პირველწყაროს, მითითებისთვის მრგვალი ფრჩხილია გამოყენებული; თუ მხოლოდ აზრობრივად – კვადრატული.
დეკანოზ აკაკის ქადაგებები გამოირჩევა ნათელი, ადვილად გასაგები ენით. ისინი განსწავლიან მრევლს და აძლიერებენ სარწმუნოებაში; უნერგავენ უფლისა და მოყვასის სიყვარულს, სინანულსა და ღმრთისმოშიშობას.

Disclosure of Material Connection: Some of the links in the page above are "affiliate links." This means if you click on the link and purchase the item, I will receive an affiliate commission. I am disclosing this in accordance with the Federal Trade Commission's 16 CFR, Part 255: "Guides Concerning the Use of Endorsements and Testimonials in Advertising."