Category: გაზეთი „ერთი ქადაგება“
გაზეთი „ერთი ქადაგება“ დაფუძნდა 2010 წელს, თბილისში, ლიტერატურის მკვლევარის ზურაბ კალანდაძის ინიციატივით; ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ თეოდორეს (გიგნაძე) და გამომცემლობა „მთაწმინდას“ დირექტორის გიორგი კალანდაძის თანადგომით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით.
„ერთი ქადაგება“ ამ ეტაპზე განსაზღვრულია, როგორც ყოველთვიური პერიოდული გამოცემა და ვრცელდება 2012 წლის თებერვლიდან. იგი საქართველოს მოსახლეობას აწვდის საზოგადოების სულიერი ცხოვრებისათვის სასიკეთო ქადაგებებს, აცნობს მკითხველს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო მოღვაწეებს.