„ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებანი“ არქიმანდრიტი პიროსი

About the Book

axali agTqma

ავტორი : არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე)
ფასი :  13 ლარი
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 336
ფორმატი : A 5. 145/210
ISBN : 978-9941-9140-0-3

არქიმანდრიტ პიროსის (ოქროპირიძე) შესახებ ჩვენთვის ცნობილია საქართველოს სიძველეებში დაცული ზოგიერთი მასალა. ამ მასალის მიხედვით იგი ალავერდელი ეპისკოპოსი იყო. მონაწილეობდა 1918 წლის 12 მარტს სვეტიცხოველში გამართულ საეკლესიო კრებაში, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა. იგი ასევე ყოფილა საღმრთო წერილის ქართული ტექსტის დამდგენი კომიტეტის წევრი.

წინამდებარე გამოცემა აერთიანებს არქიმანდრიტ პიროსის სამ ნაშრომს: “განმარტება სახარებისა, სახარება მათესაგან”; “სახარების განმარტება, სახარება მარკოზისაგან” და “გამარტება წმინდა პავლე მოციქულის სამწყსო ეპისტოლეთა”.
ამ ნაშრომებში ავტორი იძლევა ჯერ ახალი აღთქმის წიგნთა კანონიკურ ტექსტს და მცირე მიმოხილვის შემდეგ მის განმარტებას, რითაც მკითხველი ერკვევა ისეთ დეტალებში, რომლის გაგება ჭირს მხოლოდ ახალი აღთქმის კანონიკური ტექსტის კითხვით. კომენტირების დროს ავტორი იყენებს საეკლესიო მამათა და თეოლოგთა აზრებს; ხშირად კი თავად აკვირდება, თუ როგორ არის წარმოდგენილი ესა თუ ის საკითხი სინოპტიკურ ტექსტებში და საკუთარ დასკვნას გვთავაზობს.
ერთი შეხედვით, არქიმანდრიტ პიროსის წინამდებარე ნაშრომი მარტივ შთაბეჭდილებას ახდენს იმ მკითხველზე, რომელიც კარგად იცნობს ახალი აღთქმის ტექსტს, მაგარამ ის ფრიად საჭიროა მათთვის, ვინც სახარების შესწავლას იწყებს; მითუმეტეს, რომ ძველი ტექსტის გაგება მეტად ძნელია და ხშირად დაუძლეველიც კი მათთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება ძველი ქართული ენის სათანადო ცოდნაზე.
წინამდებარე გამოცემაში პიროსი ოქროპირიძის მიერ შემოთავაზებულ კანონიკურ ტექსტში შევცვალეთ ორთოგრაფია. ავტორისეული კომენტარები გავასწორეთ ენობრივ-სტილისტურად, მოვახდინეთ მისი რევიზია შინაარსობრივი თვალასაზრისით. საკუთარი, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელების გაფორმება შევცვალეთ ქართული საღმრთო წერილის კლასიკური ნორმების მიხედვით. ტექსტში ამგვარი ჩარევის მიზანია, ხელი შევუწყოთ ბიბლიის სწორი ლექსიკისა და ტერმინოლოგიის ქართულ ენაზე დამკვიდრებას.
ვფიქრობთ, წინამდებარე გამოცემა კარგ სამსახურს გაუწევს ახალი აღთქმის შესწავლით დაინტერესებულ პირთ.

pir

Disclosure of Material Connection: Some of the links in the page above are "affiliate links." This means if you click on the link and purchase the item, I will receive an affiliate commission. I am disclosing this in accordance with the Federal Trade Commission's 16 CFR, Part 255: "Guides Concerning the Use of Endorsements and Testimonials in Advertising."