უბის წიგნი

გამომცემლობა „მთაწმინდა“ გთავაზობთ სერიულ გამოცემას „უბის წიგნი“. სერიაში შემავალი წიგნები პატარა ფორმატისაა, რომელიც ადვილია მკითხველმა თან იქონიოს მოგზაურობის ან მგზავრობის დროს. ჯიბეშიც ადვილად ეტევა, ამდენად იგი მოსახერხებელია ნებისმიერ სიტუაციაში საკითხავად. წიგნის დიზაინი შეფარდებულია მის მიზნებთან და მისი არაორდინალურობის მიუხედავად შენარჩუნებულია ადვილად საკითხავი შრიფტი და მნიშვნელოვანი თემატიკა. წიგნის გადაშლისას ორივე გვერდი ერთად დიდ ფურცლის ზომას შეადგენს და ამდენად ისევე იკითხება, როგორც დიდი ფორმატის წიგნი. მასში სტრიქონების სიგრძე საკმაოდ დიდია. ცნობილია, რომ თუ წიგნში სტრიქონების სიგრძე მოკლეა, მკითხველს ადვილად ეღლება თვალი. წიგნი ამგვარი დიზაინითა და გამოყენების დანიშნულებით პირველად გამოდის საქართველოში.