“ერთტომეული” გიორგი კალანდაძე

About the Book

superireklama

გიორგი კალანდაძეს უკიდურესად რთულ, ისტორიული პარადოქსებით სავსე, ძალადობისა და ანტიეროვნული პოლიტიკის პირობებში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა. ყოველივე ეს პირდაპირ შეეხო პოეტს. იგი ჯერ შუააზიაში  გადაასახლეს; შემდეგ კი, წლების მანძილზე დედაქალაქში ცხოვრება აუკრძალეს.

მიუხედავად ამისა, გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილი.

გიორგი კალანდაძის შემოქმედების ლაიტმოტივი პატრიოტიზმია: სამშობლოს მძაფრი სიყვარულის განცდა, მისი სახელოვანი წინაპრების პატივისცემა, მისი მოქალაქეების ბედნიერი მომავლის სურვილი, მისი ბუნების სილამაზით ტკბობა, ქართველი ქალის სინატიფით აღფრთოვანება.

წინამდებარე „ერთტომეული“, რომელსაც საფუძვლად ლექსების კრებული „დე, დაილოცოს“ დაედო, გიორგი კალანდაძის დაბადებიდან 100 — წლისთავს ეძღვნება. მასში შემავალი რჩეული ორიგინალური პოეტური ნიმუშები თემატურ რკალებადაა დაყოფილი. ისინი შედარებულია ყველა არსებულ ხელნაწერს, მითითებულია მათი შექმნის თარიღები. აქვეა წარმოდგენილი საბავშვო ლექსები და თარგმანები.

გამოცემას დართული აქვს მიმოხილვა, რომელშიც აღწერილია გიორგი კალანდაძის ლიტერატურული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებანი, წარმოდგენილია მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და რამდენიმე ფოტოსურათი პირადი არქივიდან.

superi megobrebigiorgi kalandaZis motivi-10giorgi kalandaZis motivi-0giorgi kalandaZis motivi-11110giorgi kalandaZis motivi-110

Disclosure of Material Connection: Some of the links in the page above are "affiliate links." This means if you click on the link and purchase the item, I will receive an affiliate commission. I am disclosing this in accordance with the Federal Trade Commission's 16 CFR, Part 255: "Guides Concerning the Use of Endorsements and Testimonials in Advertising."