წინამდებარე გამოცემა წმინდა ილია მართლის ქართველი ერისადმი მიმართვათა კრებულია.იგი სულ ექვს მიმართვას მოიცავს, რომლებიც 1886–1898 წლებშია შექმნილი. კრებული მნიშვნელოვანია როგორც მოზარდთა, ასევე ზრდასრულთათვის. დაწერილია ილიასათვის დამახასიათებელი ნათელი და ლაკონური სტილით. იგი მკითხველში ერთი მხრივ განამტკიცებს მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მეორე მხრივ კი – მომავლის იმედს, რაც ასე დროულია თანამედროვე ქართველი მკითხველისათვის.
არე გამოცემა წარმოადგენს ქართველი ერის ბუმბერაზი მოაზროვნეების და ჭეშმარიტი მამულიშვილების: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და იაკობ გოგებაშვილის ისეთი პუბლიცისტური წერილების, ნარკვევებისა და სიტყვების კრებულს, რომელიც მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის აზრს იტევს და რომელიც თავის პრობლემურობით საოცრად ეხმაურება დღევანდელობას. ივერთა მხარემ უდიდეს ქარტეხილებს გაუძლო და შავბნელი ძალების ბარბაროსულ ქმედებათა მიუხედავად შეინარჩუნა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა და სარწმუნოება. ქართველთა ახალ-ახალ თაობებს სანუკვარი იდეალების განხორციელებისათვის ბრძოლაში მუდამ გაუნათებს გზას წმინდა ილია მართლის სიტყვები: ’’მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-თვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრის წინაშე’’.